საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N879

"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 ნოემბრის N745 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


1. "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 ნოემბრის N745 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის N93 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

"უჩა გელაშვილი - საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ასოციაციის თავმჯდომარე

ზურაბ გუნცაძე - ფონდ "ALPE"-ს დირექტორი

ზაზა თავაძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ზაზა ლორთქიფანიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

სოფიო ოხანაშვილი - სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის "მოამბის" კორესპონდენტი

კახაბერ უშიკიშვილი - საქართველოს კონტროლის პალატის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსების მართვის სამმართველოს უფროსი.".

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი