საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N880

"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს N546 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის N825 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს N546 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის N825 განკარგულება.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი