საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N882

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მომსახურების შესყიდვის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ


1. "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აუცილებელი საქონლით შეზღუდულ ვადებში შეუფერხებელი უზრუნველყოფისათვის ნება დაერთოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი რაოდენობის განძელის დამზადებისა და მიწოდებისათვის განსახორციელებელი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი