საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N886

სახელმწიფო პროგრამა "იაფი კრედიტის" "რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების" ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ

1. "სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის" "რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების" ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის N75 დადგენილების 51 პუნქტის საფუძველზე, აგვისტოში ქვეყანაში მომხდარი საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, შიდა ქართლის სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე საწარმოთა მხარდასაჭერად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების" ქვეპროგრამის ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი _ 26 20 02) გამოეყოთ სესხი:
ა) ინდივიდუალური მეწარმე "ივანე ლაზარაშვილი" _ 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი _ 118 019 839);
ბ) შპს "ფლამინგო" _ 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი _ 217 887 133);
გ) ინდივიდუალური მეწარმე "თემური გიგაშვილი კერა" _ 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი _ 117 882 452);
დ) შპს ,,ზზტ" _ 60 000 (სამოცი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი _ 218 081 947);
ე) ინდივიდუალური მეწარმე "ალექსანდრე გოგიაშვილი" _ 55 000 (ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი _ 59 001 021 571);
ვ) ინდივიდუალური მეწარმე "ლალი ტაბატაძე" _ 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი _ 143 879 140).

2. სესხი გაიცემა 5 წლის ვადით.

3. სესხით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი იქნება 8 პროცენტი.

4. პროცენტის დარიცხვა მოხდება სესხის გაცემისთანავე, ხოლო მისი გადახდა დაიწყება 2 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, პირველი ორი წლის განმავლობაში დარიცხული პროცეტის გადახდა მოხდება 25-60 თვეებზე განაწილებით.

5. სესხის ძირითადი თანხის გადახდა დაიწყება სესხის გაცემიდან 2 წლის გასვლის შემდეგ.

6. სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა მოხდება ყოველთვიურად.

7. სესხის უზრუნველყოფა დასაშვებია პირველი ან/და მეორე რიგის იპოთეკით, პირველი ან/და მეორე რიგის გირავნობით, მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიითა და მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისით).

8. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა _ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად გააფორმოს სესხის ხელშეკრულებები, გასცეს სესხი და მოახდინოს გაცემული სესხის დოკუმენტური მონიტორინგი.

9. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლ. ჟვანიამ.

10. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი