საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N893

"ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 სექტემბრის №607 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 სექტემბრის N607 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"1. მიმდინარე ხარჯებისა და ნაკისრი ვალდებულებების დაფარვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი.".

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.



პირველი ვიცე-პრემიერი ნიკა გილაური