საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N896

საქართველოს პარლამენტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ


1. დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს წარმომადგენლის საქართველოში გამომგზავრების ხარჯების ანაზღაურების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს პარ¬ლამენტს გამოუყოს 6 000 (ექვსი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.



პირველი ვიცე-პრემიერი ნიკა გილაური