საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N902

კომპანია "Karmer Mable Tourism Construction Industry and Commerce LLC"-ის მიერ საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ კომპანია "Karmer Mable Tourism Construction Industry and Commerce LLC"-ის მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფისა და მისი ინტერესების ეფექტიანად დაცვის მიზნით:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ ღო-ნისძიებათა კოორდინაცია;
ბ) შესაბამისი საერთაშორისო იურიდიული კომპანიის შერჩევა და "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე საადვოკატო მომსახურების შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.


პირველი ვიცე-პრემიერი ნიკა გილაური