საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N905

ქ. თბილისის მერიის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ქ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების ქ. თბილისის მერიისათვის მინიჭების შესახებ


"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. ქ. თბილისის მერიას, მის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელების უზრუნველსაყოფად მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ ქ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებიდან ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის N15-74 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის 2008 წლის ბიუჯეტის თანახმად გამოყოფილი თანხებით სახელმწიფო შესყიდვები განა-ხორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. ქ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებიდან ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის N15-74 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ასიგნებათა შესაბამისად ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს:
ა) ქალაქგაფორმებითი ღონისძიებების (ორგანიზაციული კოდი 01 02 04) უზრუნველყოფასთან დაკავშირებით;
ბ) კულტურის სფეროში მიზნობრივი პროგრამის _ "სახელმწიფო დღესასწაულები" (ორგანიზაციული კოდი 01 08 01) უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს მიმდინარე წლის 25-31 დეკემბრის ჩათვლით.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.


პირველი ვიცე-პრემიერი ნიკა გილაური