საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N907

ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის გაზიფიცირების შესახებ


1. მოწონებულ იქნეს ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის გაზიფიცირების შესახებ საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ლ-ნ"-ს შორის გასაფორმებელი მემორანდუმის პროექტი.

2. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად მემორანდუმს ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.


პირველი ვიცე-პრემიერი ნიკა გილაური