საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N908

გორის, ქარელისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის (აბონენტების) მიერ 2008 წლის ნოემბერ-დეკემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ

1. რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად გორის, ქარელისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების სოფლებში დაზარა-ლებული მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ანაზღაურდეს (დანართის მიხედვით) მათ მიერ 2008 წლის ნოემბერ-დეკემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური 471 120 (ოთხას სამოცდათერთმეტი ათას ას ოცი) ლარის ოდენობით შესაბამისი ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის მიერ წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოუყოს 471 120 (ოთხას სამოცდათერთმეტი ათას ას ოცი) ლარი.

3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ამ განკარგუ-ლებით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე უზრუნველყოს მასთან ხელშეკრულების გაფორმება და თანხის დანიშნულებისამებრ გადარიცხვა.

4. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინი-სტრომ ენერგეტიკის სამინისტროსა და რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად უზრუნველყოს ამ განკარგულებით დარეგულირებული იდენტური საკითხების მოსაწესრიგებლად შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და წარმოდგენა.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი