საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N911

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ


1. "საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 116 500 (ას თექვსმეტი ათას ხუთასი) ლარი სოფელ ქვენატკოცის საჯარო სკოლის სველი წერტილების, კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად.

2. "სახელწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე ვადაში შესრულების უზრუნველსაყოფად ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ვ. ვარძელაშვილმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი