საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N913

სამედიცინო დაწესებულებათა მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანებების ნაწილობრივი დაფარვის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ


1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ "საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან ნაწილობრივ დაფაროს სამედიცინო დაწესებულებათა მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანებებია 3,510,000 ლარის ფარგლებში შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა) "სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის" ფარგლებში წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებები 100%-ით;
ბ) სამედიცინო დაწესებულებათა მიმართ არსებული დავალიანებები არა უმეტეს 12,000 ლარის ოდენობით, გარდა ამ პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი