საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N917

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ


1. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შეუფერხებელი განხორციელების მიზნით მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიერ შესყიდულ სურსათზე დამატებული ღირებულების გადასახადის დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოუყოს 109 370 (ას ცხრა ათას სამას სამოცდაათი) ლარი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი