საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N925

შპს "თბილავიამშენის" მიერ თურქმენეთისათვის მიწოდებული პროდუქციის ანგარიშში თურქმენეთისადმი საქართველოს ვალის ჩამოწერის შესახებ


1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია შპს "თბილავიამშენის" მიერ თურქმენეთისათვის მიწოდებული პროდუქციის ანგარიშში თურქმენეთისადმი საქართველოს ვალის ჩამოწერის შესახებ.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გააფორმოს ხელშეკრულება შპს "თბილავიამშენთან" შპს "თბილავიამშენის" მიერ თურქმენეთისადმი საქართველოს ვალის ჩამოწერილი 1,400,000.00 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ლარებში 25%-იანი დისკონტის გათვალისწინებით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი