საქართველოს მთავრობის განკარგულება №821
21 დეკემბერი, 2007
,,საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის N45 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის N45 განკარგულებით დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობა:
ვლადიმერ გურგენიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი არველაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ბადრი ბიწაძე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი
პაატა ბოლაშვილი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
გიორგი გაბაშვილი - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნიკოლოზ გილაური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი
გრიგოლ გობეჯიშვილი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახე-ლმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - შემოსავლების სამსახურის უფროსი
ირაკლი ეზუგბაია - შპს ,,საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი
ირაკლი თაქთაქიშვილი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
ჯემალ ინაიშვილი - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი
ბაკურ კვეზერელი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე
ვახტანგ ლეჟავა - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე
ნიკოლოზ ნათბილაძე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში
დავით პაპინაშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის მეორე ევროპული სამმართველოს I მდივანი, კომისიის მდივანი
ნიკოლოზ ფრუიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
გრიგოლ ქათამაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
ბათუ ქუთელია - საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
ირაკლი ღვალაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე
ბელა წიფურია - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ალექსანდრე ხეთაგური - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ზურაბ ჯანჯღავა - შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი.".
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე