საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №820

საქართველოს მთავრობის განკარგულება №820
21 დეკემბერი, 2007

,,საქართველოსა და თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ივნისის N297 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოსა და თურ­ქმენეთის ეკონომიკური თანამ-შრომლობის სამ­თავ­რობო კომი­სიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავ­რობის 2007 წლის 15 ივნისის N297 განკარგულებაში და პირ­ველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას საქართველოსა და თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავ­რობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ვლადიმერ გურგენიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი არველაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

ლაშა ახალაძე - შპს ,,ფოთის საზღვაო ნავსადგურის" გენერალური დირექტორი

ნიკა გილაური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ირაკლი ეზუგბაია - შპს ,,საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი

ირაკლი თაქთაქიშვილი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი

ჯემალ ინაიშვილი - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი

ბაკურ კვეზერელი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე

ვახტანგ ლეჟავა - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

ალექსი პეტრიაშვილი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში

ზაზა სეთურიძე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის აღმოსავლეთის საქმეთა სამმართველოს მრჩეველი, კომისიის მდივანი

ფრიდონ სურმანიძე - შპს ,,ბათუმის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის" გენერალური დირექტორი

ეკა ტყეშელაშვილი - საქართველოს იუსტიციის მინისტრი

გრიგოლ ქათამაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ირაკლი ღვალაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე

ალექსანდრე ხეთაგური - საქართველოს ენერგეტიკის მინის­ტრი

ზურაბ ჯანჯღავა - შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალური დირექტორი.".


2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე