საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №814

საქართველოს მთავრობის განკარგულება №814
21 დეკემბერი, 2007

,,ქ. თბილისში წმინდა სამების ტაძრისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის N41 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს მთავრობაში განხორციელებული საკად­რო ცვლილებების საფუძველზე ,,ქ. თბილისში წმინდა სამების ტაძრისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის N41 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის დაპროექ­ტებისა და მშენებლობის ოპერატიულად წარმართვისათვის შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ვლადიმერ გურგენიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი არველაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მი­ნის­ტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

გიორგი გაბაშვილი - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინის­ტრი

კახაბერ გიგიტელაშვილი - საქართველოს პრეზიდენტის ადმინის-ტრაციის მატერიალურ-ტექნი­კური უზრუნველყოფის სამსა­ხურის უფროსის მოადგილე, კო­მისიის მდივანი

კახა თოდუა - შპს ,,სახელმწიფო უზრუნველყო­ფის" დირექტორთა საბჭოს თავ­მჯდომარე

ნიკა გილაური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

მაკა სხირტლაძე - საქართველოს პრეზიდენტის ად­მი­ნისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე

ეკა ტყეშელაშვილი - საქართველოს იუსტიციის მინის­ტრი

გიგი უგულავა - ქალაქ თბილისის მერი

ოთარ ქველიძე - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფ­როსი.".


2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე