საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №813

საქართველოს მთავრობის განკარგულება №813
21 დეკემბერი, 2007

,,ყაზბეგის რაიონში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექტემბრის N499 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

1. ,,ყაზბეგის რაიონში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების ანაზ­ღაუ­რების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექ­ტემბრის N499 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სოციალური სუბსიდიების სააგენტომ (შემდგომში - სსიპ - სოციალური სუბსიდიების სააგენტო) 2007 წლის 15 ოქ­ტომბრიდან 31 დეკემბრამდე, ხოლო საქართველოს ენერგე­ტიკის სამინისტრომ 2008 წლის 1 იანვრიდან 15 მაისამდე და 2008 წლის 15 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდებში უზრუნველყონ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (რაიონში) მცხოვ­რები მოსახ­ლე­­ო­ბის (აბო­ნენტების) მიერ ყოველ კალენდარულ თვეში თითო­ეული აბონენტის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის ოდენობიდან არა უმეტეს 700 კუბ.მ ღირებულების ანაზღაურება, ამას­თან, ოქტომბერსა და მაისში ანაზღაურდება თითოეული აბო­ნენტის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის ოდენობიდან არა უმეტეს 350 კუბ.მ ბუნებრივი აირის საფასური.";

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,გ" ქვე­პუნქტი:

,,გ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ფარგლებში გაითვალისწინოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (რაიონში) მცხოვრები მოსა­ხ­ლეო­­ბისათვის ბუნებრივი აირის საფასურის ასანაზღაურებელი თან­ხა.";

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სსიპ - სოციალური სუბსიდიების სააგენტომ:

ა) ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (რაიონში) მცხოვრები ,,სო­ცია­ლურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრი­რებულ ოჯა­ხებს, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომა­რეობის მაჩვე­ნე­ბელი შეადგენს ან ნაკლებია 100.000 ქუ­ლაზე, 2007 წლის 15 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე დახმარების სახით ოქტომბრის თვეში აუნაზღაუროს 350 კუბ.მ ბუნებ­რივი აირის საფასური, ხოლო ნოემბრის თვეში - 700 კუბ.მ ბუნებრივი აირის საფასური;

ბ) 2007 წლის პირველი დეკემბრიდან 2007 წლის 31 დე­კემბრამდე პერიოდში მოხმარებულ ბუნებრივ აირზე განკარ­გულებით გათ­ვა­ლისწინებული შეღავათების ანაზღაურება უზ­რუნ­­ველყოს პირ­ველი პუნქტით გათვალისწინებული მოსახლე­ო­ბისათვის, შპს ,,ქართლიგაზისათვის" სათანადო თანხის გადარიცხვით, მის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე.";

დ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,31" პუნქ­ტი:

,,31. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ:

ა) განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყოს შპს ,,ქართლიგაზთან" სათანადო ხელშეკრულე­ბების გაფორმება და თანხების დანიშნულებისამებრ გადარიცხვა ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების საფუძ­ველ­ზე;

ბ) 2008 წლის მაისის თვეში უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულებით მისთვის გაცემული დავალებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მთავრობისათვის წარ­მოდ­გენა.".

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე