საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №812

საქართველოს მთავრობის განკარგულება №812
21 დეკემბერი, 2007

,,საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის N67 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაც­ვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრო­ბო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის N67 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედა­ქციით:

,,1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კა­ნონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიქმნას საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ინს­ტი­ტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კო­მი­სია შემდეგი შემადგენლობით:


ვლადიმერ გურგენიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კო­მისიის თავმჯდომარე

ზურაბ ადეიშვილი - საქართველოს გენერალური პრო­კუ­რორი

გიორგი არველაძე - საქართველოს ეკონომიკური გან­ვითარების მინისტრი

კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მი­ნისტრი რეფორმების კოორდინა­ციის საკითხებში

ნიკა გილაური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ირაკლი გიორგობიანი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

გიორგი მელიქიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი

ივანე მერაბიშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

დავით ტყეშელაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

ნიკოლოზ ფრუიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

ეკატერინე შარაშიძე - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.


2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე