საქართველოს მთავრობის განკარგულება №810
21 დეკემბერი, 2007
კ. ბენდუქიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე - ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" და ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე" საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კახა ბენდუქიძე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე