საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №801

საქართველოს მთავრობის განკარგულება №801
17 დეკემბერი, 2007

,,ხაიში-ჭუბერი-საკენის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ზამთრის პერიოდში ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 20 ივნისის N311 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. ,,ხაიში-ჭუბერი-საკენის შიდასახელმწიფოებრივი მნიშ­ვნე­ლობის საავტომობილო გზის ზამთრის პერიოდში ფუნ­ქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ" საქარ­თველოს მთავრობის 2007 წლის 20 ივნისის N311 განკარ­გულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამა­ტებები:

ა) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11. 2007 წლის დეკემბრიდან აღნიშნული მონაკვეთის ფუნ­ქციონირების გაუმჯობეს-ების მიზნით აუცილებელ დამატებით ღონისძიებათა განსახორციელებლად საქართვე­ლოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ. დალაქიშვილი):

ა) უზრუნველყოს დამატებით თოვლმწმენდი მექანიზ­მებისა და მექანიზატორების სრული მობილიზაცია შესაბამისი საყრდენი პუნქტების მოწყობით. ამასთან, განახორციე-ლოს აუცილებელი ღონისძიებები ზამთარში მოძრაობის მაქსიმა­ლურად შენარჩუნების მიზნით;

ბ) დამატებითი მობილიზაციისა და შესასრულებელ სამუ­შაოთა საჭირო დაფინანსება განახორციელოს დეპარ­ტამენ­ტისათვის გამოყოფილ საბიუჯეტო ასიგნებისა და სა­ხელ­შეკრულებო ღირებულებათა ფარგლებში;

გ) მოძრავი ავტოტრანსპორტის, მგზავრებისა და გზის ექსპლუატაციაზე მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების მიზ­ნით ხაიში-ჭუბერი-საკენის საავტომობილო გზაზე დროებით მოძრაობის შეზღუდვა დაუშვას მხოლოდ ზვავსაშიშროებისა და/ან ღამის პერიოდში, უკიდურესად ცუდი ხილვადობისა და გზაზე წარმოშობილ სხვა ფორსმაჟორულ სიტუაციებში. აღნიშნულ შემთხვევებში დააწესოს მოძრაობის საგანგებო რეჟიმი. ფორსმაჟორულ გარემოებათა დასრულებისთანავე სასწრაფოდ უზრუნველყოს გზაზე მოძრაობის აღდგენა, ექსტრემალური სიტუაციების შემთხვევაში კი მიიღოს ყველა ზომა დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში გზაზე მოძრაობის შენარჩუნების მიზნით.";

ბ) განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი):

ა) უზრუნველყოს ჭუბერსა და საკენში სადღეღამისო საგუშაგოების მოწყობა, სათანადო პერსონალის სადღეღამისო მორიგეობა და მათი საშუალებით საქართველოს საავტომო­ბილო გზების დეპარტამენტის მიერ ავტოტრანსპორტის მოძრა­ობის დადგენილი რეჟიმის დაცვა;

ბ) გამოყოს პასუხისმებელი პირი, რომელიც ხელმძღვანე­ლობასა და კოორდინაციას გაუწევს ჭუბერსა და საკენში მოწყობილ საგუშაგოებს და ავტოტრანსპორტის მოძრაობის დაწესებული რეჟიმის დაცვას;

გ) აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის საგზაო სამ­სა­ხურებთან ერთად უზრუნ-ველყოს აღნიშნულ მონაკვეთზე ჩარჩენილი ავტომანქანების, მგზავრებისა და მძღოლების გადაყვანა და სხვა სამაშველო ღონისძიებათა განხორ­ციელება.";

გ) განკარგულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ეთხოვოთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ზუგდი-დის, აბაშის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენ­ჯიხის, ხობის მუნიციპა-ლიტეტები და თვითმმართველი ქალაქი ფოთი) ზ. გოროზიას:

ა) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინონ მაქსიმალური დახმარება და ხელი შეუწყონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსა და საქარ­თველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორ ორგანიზაციებს ავტოტ-რანსპორტის მოძრაობის შესანარჩუ­ნებელ ღონისძიებათა შესრულებაში;

ბ) უზრუნველყონ სამგზავრო ავტობუსების გადაადგი­ლება საქართველოს საავტო-მობილო გზების დეპარტამენტის მიერ დადგენილი მოძრაობის რეჟიმების სრული დაცვით. ამასთან, ხაიში-ჭუბერი-საკენის საავტომობილო გზაზე სტიქი­ური მოვლენების დროს საჭიროების შემთხვევაში კოორდი­ნაცია გაუწიონ მგზავრთა დაბინავებასა და მათთვის სასი­ცოცხლოდ აუცილებელი პირობების შექმნას.".

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე