საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №800

საქართველოს მთავრობის განკარგულება №800
17 დეკემბერი, 2007

მდინარე ცხენისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოების დროულად დამთავრებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ

1. ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს მთავ­რობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებით დამტკი­ცებული დებულების მე-74 მუხლის საფუძველზე სს ,,საქჰიდ­რომშენი" გათავისუფლდეს სა-სარგებლო წიაღისეულის მოპო­ვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით (სასარგებლო წიაღი­სეულის მოპოვების პროექტით გათვალისწინებული რაოდე­ნობა: ქვის ლოდი - 10 000 კუბ.მ მდინარე სუხჩელას კალა­პოტიდან).

2. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს უფლება აქვს წიაღისეულის მოპოვება განახორციელოს მხოლოდ სა­ქარ­თველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შესაბამისი ტერიტორიის X, Y კოორდი­ნატების შეთანხმების შემდეგ.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე