საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №797

საქართველოს მთავრობის განკარგულება №797
17 დეკემბერი, 2007

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს განათლე­ბისა და მეცნიერების სამინისტროს ,,ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის" ზრდასთან დაკავში­რებუ­ლი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად გამოუყოს 2 425 000 (ორი მილიონ ოთხას ოცდახუთი ათასი) ლარი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე