საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №795

საქართველოს მთავრობის განკარგულება №795
17 დეკემბერი, 2007

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე

1. ადგილობრივი წყლის კომპანიების მიერ 2007 წლის ნოემ­ბერში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასა­ფა­რავად საქართველოს ფინანსთა სამინისტ-რომ ,,საქართვე­ლოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართ­ველოს კანონის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით ადგი­ლო­ბრივი წყლის კომპანიების მხარდაჭერის ღონისძი­ებებისათვის გათვა­ლისწინებული ასიგნებიდან მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართ­ველ ქალაქებს გამოუყოს 529 050 (ხუთას ოცდაცხრა ათას ორმოცდაათი) ლარი დანართის მიხედვით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე


საქართველოს მთავრობის
2007 წლის 17 დეკემბრის
N795 განკარგულების
დანართი

მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქები თანხა (ლარობით)
ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2,000
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი 290,000
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 34,000
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი 2,050
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი 200,000
ცაგერის მუნიციპალიტეტი 1,000
სულ: 529,050