საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №790

საქართველოს მთავრობის განკარგულება დეკემბერი, 2007

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტე­ბი­სათვის" გათვალისწინებული ასიგნებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გი-ლაური) საახალწლო ღონის­ძიებების განსახორციელებლად გამოუყოს 39 000 (ოცდაცხრა­მეტი ათასი) ლარი შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ა) ახალგორის მუნიციპალიტეტს - 13 000 (ცამეტი ათასი) ლარი;
ბ) ერედვის მუნიციპალიტეტს - 10 000 (ათი ათასი) ლარი;
გ) ქურთის მუნიციპალიტეტს - 11 000 (თერთმეტი ათასი) ლარი;
დ) თიღვის თემს - 5 000 (ხუთი ათასი) ლარი.

2. ,,სახელმწიფო შესყიდვ№790
17
ების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად მოცემული თვითმმართველი ერთეულების აღმას-რულებელმა ორგანოებმა განკარგულების პირველი პუნქტით გათვალის­წინე­ბული სახსრე-ბით შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური), ასევე კონ­ტროლის განხორციელება ეთხოვოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრა­ციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვა­ნელს დ. სანაკოევს.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე