საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №786

საქართველოს მთავრობის განკარგულება №786
17 დეკემბერი, 2007

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სასმელი წყლის სისტემებისა და ჭაბურღილების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ

1. გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის ნორმა­ლურად ფუნქციონირებისათვის გორის მუნიციპალიტეტის მიერ 2007 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულია სასმელი წყლის სისტემებისა და ჭაბურღილების სამუშაოები, რომლებიც მოიცავს:
ა) სოფელ ატენის სასმელი წყლით მომარაგების რეაბი­ლიტაციას;
ბ) სოფელ ქიწნისის სასმელი წყლით მომარაგების რეაბი­ლიტაციას;
გ) სოფელ ბროწლეთის ჭაბურღილის რეაბილიტაციას;
დ) სოფელ შერთულში ჭაბურღილის რეაბილიტაციას;
ე) სოფელ ნიქოზში ჭაბურღილის რეაბილიტაციას;
ვ) სოფელ ქიწნისში ახალი ჭაბურღილის მოწყობას.

2. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართ-ველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შეზღუ­დულ ვადებში შესრულების მიზნით შესყიდვა განახორ­ციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლის განხორ­ციელება ეთხოვოს სახელმწი-ფო რწმუნებულს - გუბერ­ნა­ტორს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთე­ულებში (გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის მუნი­ციპა­ლიტეტები) ვ. გეგელაშვილს.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე