საქართველოს მთავრობის განკარგულება №779
05 დეკემბერი, 2007
,,საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო სტიპენდიების გასაცემად თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს ,,საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახელმ-წიფო სტიპენდიების გასაცემად თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი.
2. განკარგულების პროექტი წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრა-ციას.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინადადებების შესაბამისად ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტში დამატებით გაითვალისწი-ნოს 2008 წელს სახელმწიფო სტიპენდიების გასაცემად აუცილებელი ხარჯები.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე