საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №777

საქართველოს მთავრობის განკარგულება №777
05 დეკემბერი, 2007

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილა­ური):
ა) ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სახებ" საქართველოს კანო-ნით გათვალისწინებული სა­ქარ­თვე­ლოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქარ­თველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სა­მარ­თლის იურიდიულ პირს - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტს" პროგრამა ,,ვენახის განახლების ხელშეწყობის ღონის-ძიებების" ფარგლებში ,,ვაქირულას" ჯიშის ვენახების შემცირებისათვის საჭირო ღო­ნისძიებათა განსახორციელებლად გამოუყოს 100 000 (ასი ათასი) ლარი;
ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე