საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №774

საქართველოს მთავრობის განკარგულება №774
05 დეკემბერი, 2007

ვაშლის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ

ვაშლის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილა­ური):
ა) ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სა­ქართ­ველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართვე­ლოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკრედიტო რესურსად გამოუყოს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი სა­ხელმწიფო მიზნობრივი პროგრამის - ,,ვაშლის ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებების" - დასაფინანსებლად;
ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე შეიტანოს შესაბამისი ცვლილე­ბები 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (პ. ცისკარიშვილი) უზრუნველყოს:
ა) სესხის მიმღები კომპანიების შერჩევა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით და მათთვის საკრედიტო რე­სურსად გამოყოფილი თანხის სესხის სახით გაცემა;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად სესხის მიმღებ კომპანიებთან სასესხო ხელშეკრულებების გაფორმება.

3. სესხით სარგებლობის ვადად განისაზღვროს 6 (ექვსი)­ თვე სასესხო ხელშეკრულე-ბის ხელმოწერის დღი­დან.

4. სესხით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვროს 3 (სამი) პროცენტის ოდენობით.

5. სესხის მიმღებმა კომპანიებმა სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დადგე­ნილ ვადებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად სასესხო ხელშეკრულების ხელმოწე­რის დღიდან ორი კვირის ვადაში წარუდგინონ საქართვე­ლოს ფინანსთა სამინისტროს სათანა-დო საბანკო გარან­ტია ან დააგირაონ და იპოთეკით დატვირთონ შესაბამისი ღირე­ბულების ქონება.

6. გამოყოფილი სესხის მიზნობრივი გამოყენების კო­ნტროლი განახორციელოს საქართველოს სოფლის მეურ­ნეობის სამინისტრომ. სესხის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში სესხის მიმღებ კომპანიებს დაეკისროთ პირგა­სამტეხლო არამიზნობრივად გამოყენებული თანხის 25 პრო­­ცენტის ოდენობით.

7. განკარგულების შესრულების კონტროლი განა­ხორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილა­ურმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პ. ცისკარი­შვილმა.

8. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე