საქართველოს მთავრობის განკარგულება N606

საქართველოს მთავრობის განკარგულება N606
27 დეკემბერი, 2006

,,სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის ძირითადი საშუალებების საკუთრებაში გადაცემის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 ნოემბრის N557 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად შეტანილ იქნეს ცვლილება ,,სსიპ - საზოგა­დოებრივი მაუწყებლისათვის ძირითადი საშუალებების საკუთრებაში გადაცემის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 ნოემბრის N557 განკარგულებაში და პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,ბ) N2 რეესტრის მიხედვით (ინვენტარიზაციის პერიოდში დაფიქსირებული 335 ერთეული მოძრავი ნივთი, რომლებიც არ ირიცხება სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის საბუღალტრო ბალანსში);".

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი