საქართველოს მთავრობის განკარგულება N597

საქართველოს მთავრობის განკარგულება N597
27 დეკემბერი, 2006

ი. ღვალაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე - ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე", ,,თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ირაკლი ღვალაძე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი