საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N595

საქართველოს მთავრობის განკარგულება N595
22 დეკემბერი, 2006

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ადგილობრივი წყლის კომპანიების მიერ ნოემბრის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტებს და თვითმმართველ ქალაქებს გამოუყოს 1 063 400 (ერთი მილიონ სამოცდასამი ათას ოთხასი) ლარი დანართის შესაბამისად

 

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი

საქართველოს მთავრობის
2006 წლის 22 დეკემბრის
N595 განკარგულების
დანართი

ტერიტორიული ერთეულების დასახელება თანხა (ლარობით)

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 100,000
თვითმმართველი ქალაქი ბათუმი 60,000
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი 15,000
ქობულეთის მუნიციპალიტეტი 25,000
იმერეთის მხარე 535,600
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი 455,000
ჭიათურის მუნიციპალიტეტი 40,600
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 30,800
თერჯოლის მუნიციპალიტეტი 9,200
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარე 10,500
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი 5,600
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი 4,900
ქვემო ქართლის მხარე 396,400
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი 116,400
მარნეულის მუნიციპალიტეტი 280,000
გურიის მხარე 16,600
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 16,600
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე 4,300
ცაგერის მუნიციპალიტეტი 4,300

ჯამი 1,063,400