საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N593

საქართველოს მთავრობის განკარგულება N593
22 დეკემბერი, 2006

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

,,პეკინის ზაფხულის XXIX ოლიმპიური თამაშებისათვის საქართველოს სპორტსმენთა მომზადების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 აგვისტოს N650 განკარგულების მე-4 პუნქტის შესაბამისად 2006 წელს სპორტის ოლიმპიურ სახეობათა ძირითად შეჯიბრებებში (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები) საპრიზო ადგილებზე გასულ საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის ფულადი პრიზებით დაჯილდოების (დანართის მიხედვით) მიზნით ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს ,,2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყოს 216 125 (ორას თექვსმეტი ათას ას ოცდახუთი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი


საქართველოს მთავრობის
2006 წლის 22 დეკემბრის
N593 განკარგულების
დანართი

2006 წელს სპორტის ოლიმპიურ სახეობათა ძირითად შეჯიბრებებში (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები) საპრიზო ადგილებზე გასულ საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალისათვის განკუთვნილი საპრიზო თანხების ნუსხა


სპორტსმენები:


თავისუფალი ჭიდაობა, ეროვნული ნაკრები


1. ლუკა კურტანიძე - თავისუფალი ჭიდაობა, ევროპის ჩემ­პიო­ნატი III ადგილი - 3 000 (სამი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

2. რევაზ მინდორაშვილი - თავისუფალი ჭიდაობა, მსოფლიო ჩემპიო­ნატი II ადგილი - 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლა­რობით

3. ოთარ თუშიშვილი - თავისუფალი ჭიდაობა, მსოფლიო ჩემპიონატი II ადგილი - 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

4. გიორგი გოგშელიძე - თავისუფალი ჭიდაობა, მსოფლიო ჩემპიო­ნატი II ადგილი, ევროპის ჩემპიონატი III ადგილი - 13 000 (ცამეტი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით


თავისუფალი ჭიდაობა, ახალგაზრდული ნაკრები


5. გიორგი მაყიშვილი - თავისუფალი ჭიდაობა, მსოფლიო ჩემპიონატი II ადგილი - 2 000 (ორი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

6. დავით მოძმანაშვილი - თავისუფალი ჭიდაობა, მსოფლიო ჩემპიონატი II ადგილი, ევროპის ჩემპიონატი II ადგილი - 3 000 (სამი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

7. გიორგი ნიკურაძე - თავისუფალი ჭიდაობა, მსოფლიო ჩემპიონატი III ადგილი - 1 000 (ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით


ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ეროვნული ნაკრები


8. დავით ბედიანიძე - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, მსოფლიო ჩემპიონატი II ადგილი, ევროპის ჩემპიონატი II ადგილი - 14 000 (თოთხმეტი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

9. მანუჩარ კვირკველია - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, მსოფლიო ჩემპიონატი III ადგილი, ევროპის ჩემპიონატი III ადგილი - 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით


ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ახალგაზრდული ნაკრები


10. ლაშა გოგიტაძე - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, მსოფლიო ჩემპიონატი III ადგილი, ევროპის ჩემპიონატი III ადგილი - 1 500 (ათას ხუთასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

11. ვლადიმერ ქარჩავა - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, მსოფლიო ჩემპიონატი III ადგილი - 1 000 (ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით


ძიუდო, ეროვნული ნაკრები


12. ზაზა კედელაშვილი - ძიუდო, ევროპის ჩემპიონატი I ადგილი - 7 000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის ეკვი­­­­­ვ­ალენტი ლარობით

13. ზვიად ხანჯალიაშვილი - ძიუდო, ევროპის ჩემპიონატი III ადგილი - 3 000 (სამი ათასი) აშშ დოლარის ეკვი­ვალენტი ლარობით

14. ადამ ოქროაშვილი - ძიუდო, ევროპის ჩემპიონატი III ადგილი - 3 000 (სამი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით


ძიუდო, ახალგაზრდული ნაკრები


15. ნოდარ მეტრეველი - ძიუდო, ევროპის ჩემპიონატი I ადგილი - 2 000 (ორი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

16. ბეთგილ შუკვანი - ძიუდო, ევროპის ჩემპიონატი III ადგილი - 500 (ხუთასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით


ბატუტზე ხტომა, ახალგაზრდული ნაკრები


17. ლიუბოვ გოლოვინა - ბატუტი, ევროპის ჩემპიონატი I ადგილი - 2 000 (ორი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით


კრივი, ეროვნული ნაკრები


18. კახაბერ ჟვანია - კრივი, ევროპის ჩემპიონატი III ადგილი - 3 000 (სამი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით


სროლა, ეროვნული ნაკრები


19. ნინო სალუქვაძე - სროლის სახეობები, მსოფლიო ჩემპიონატი III ადგილი - 7 000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით


ნაკრები გუნდები


1. ძიუდო, ეროვნული ნაკრები - მსოფლიო ჩემპიონატი I ადგილი, ევროპის ჩემპიონატი III ადგილი - 36 000 (ოცდათექვსმეტი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

2. ბატუტზე ხტომა, ახალგაზრდული ნაკრები - ევროპის ჩემპიონატი III ადგილი - 500 (ხუთასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით


საექიმო პერსონალი


1. ზურაბ კახაბრიშვილი - საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების მთავარი ექიმი 11 500 (თერთმეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

2. გიორგი ლომიძე - საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების ექიმი

6 000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

3. ვალერი ახალკაცი - საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების ექიმი 2 000 (ორი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

4. თეა ადამია - საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების ექიმი-რეაბილიტოლოგი 3 000 (სამი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

5. ქეთევან ბერიძე - საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების ექიმი-დიეტოლოგი 2 000 (ორი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

6. ნინო ფოცხვერაშვილი - საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების ექიმი-ფიზიოთერაპევტი 2 000 (ორი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით


ნაკრებისა და პირადი მწვრთნელები


7. ზაზა თურმანიძე - თავისუფალი ჭიდაობა, ნაკრების მთავარი
მწვრთნელი, ევროპის ჩემპიონატი III, III ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი, II, II, II ადგილი - 9 000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

8. ლერი ხაბელოვი - თავისუფალი ჭიდაობა, ლუკა კურტა­ნიძის პირადი მწვრთნელი ევროპის ჩემპიონატი III ადგილი - 750 (შვიდას ორმოცდაათი) აშშ დოლარის ეკვი­ვალენტი ლარობით

9. მარლენ ოსეყმაშვილი - თავისუფალი ჭიდაობა, რევაზ მინდორაშვილის პირადი მწვრთნელი, მსოფლიო ჩემპიონატი II ადგილი - 2 500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ეკვი­ვალენტი ლარობით

10. ნუგზარ სხირელი - თავისუფალი ჭიდაობა, ოთარ თუშიშვილისა და გიორგი გოგშელიძის პირადი მწვრთნელი, ევროპის ჩემპიონატი III ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი II, II ადგილი; ახალგაზრდული ნაკრების უფროსი მწვრთნელი, მსოფლიო ჩემპიონატი II, II, III ადგილი; ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდული II ადგილი. გიორგი მაყიშვილის პირადი მწვრთნელი, მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებში II ადგილი - 7 750 (შვიდი ათას შვიდას ორმოც­დაათი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

11. ლერი ძაგანია - თავისუფალი ჭიდაობა, დავით მოძმანაშვილის პირადი მწვრთნელი, ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდული II ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდული II ადგილი - 750 (შვიდას ორმოცდაათი) აშშ დოლარის ეკვი­ვალენტი ლარობით

12. ზურაბ ნიკურაძე - თავისუფალი ჭიდაობა, გიორგი ნიკურაძის პირადი მწვრთნელი, მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდული III ადგილი - 250 (ორას ორმოცდაათი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

13. ბეგი დარჩია - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ევროპის ჩემპიონატი, II, III ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი II, III ადგილი, მანუჩარ კვირკველიას პირადი მწვრთნელი, ევროპის ჩემპიონატი III ადგილი, მსოფლიოს ჩემპიონატი III ადგილი - 8 500 (რვა ათას ხუთასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

14. ვაჟა კრავეიშვილი - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, დავით ბედინაძის პირადი მწვრთნელი, ევროპის ჩემპიონატი II ადგილი, მსოფლიო ჩემპიო-ნატი II ადგილი - 3 500 (სამი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

15. ვლადიმერ ადეიშვილი - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ახალგაზრ­დუ­ლი ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებში III, III ადგილი, ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში III ადგილი - 625 (ექვსას ოცდახუთი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

16. ხვიჩა გოგიტაძე - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ლაშა გოგიტაძის პირადი მწვრთნელი, ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდული III ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდული III ადგილი - 375 (სამას სამოცდა-თხუთმეტი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

17. დამერლან დავითაია - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ვლადიმერ ქარჩავას პირადი მწვრთნელი, მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდული III ადგილი - 250 (ორას ორმოც-დაათი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

18. შოთა ხაბარელი - ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მსოფლიო ჩემპიონატი გუნდური I ადგილი, ევროპის ჩემპიონატი გუნდური III ადგილი, ევროპის ჩემპიონატი I, III, III ადგილები - 12 250 (თორმეტი ათას ორას ორმოცდაათი) აშშ დოლარის ეკვი­ვალენტი ლარობით

19. გურამ მოდებაძე - ძიუდო, ზაზა კედელაშვილის პირადი მწვრთნელი, ევროპის ჩემპიონატი I ადგილი - 1 750 (ათას შვიდას ორმოც-დაათი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

20. ოთარ ნათელაშვილი - ძიუდო, ზვიად ხანჯალაშვილის პირადი მწვრთნელი, ევროპის ჩემპიონატი III ადგილი - 750 (შვიდას ორმოცდაათი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

21. ბიძინა მოხევიშვილი - ძიუდო, ადამ ოქროაშვილის პირადი მწვრთნელი, ევროპის ჩემპიონატი III ადგილი - 750 (შვიდას ორმოცდაათი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

22. ბორის ფირცხელანი - ძიუდო, ახალგაზრდული ნაკრების უფროსი მწვრთნელი, ევროპის ჩემპიონატი I, III ადგილი, ბეთქილ შუკვანის პირადი მწვრთნელი, ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში III ადგილი - 750 (შვიდას ორმოცდაათი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

23. გივი კახაბრიშვილი - ძიუდო, ნოდარ მეტრეველის პირადი მწვრთნელი, ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში I ადგილი - 500 (ხუთასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

24. გივი ბოსტოღანაშვილი - სროლის სახეობები, ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მსოფლიო ჩემპიონატი III ადგილი - 1 750 (ათას შვიდას ორმოცდაათი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

25. ვახტანგ სალუქვაძე - სროლის სახეობები, ნინო სალუქვაძის პირადი მწვრთნელი, მსოფლიო ჩემპიონატი III ადგილი - 1 750 (ათას შვიდას ორმოცდაათი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

26. ზაქარია სულაშვილი - ტანვარჯიში (ბატუტი), ნაკრების უფროსი მწვრთნელი, ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში გუნდური III ადგილი, ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში I ადგილი - 625 (ექვსას ოცდახუთი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

27. ვლადიმერ გოლოვინი - ტანვარჯიში (ბატუტი), ლიუბოვ გოლოვინას პირადი მწვრთნელი, ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში I ადგილი - 500 (ხუთასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

28. დავით ცერცვაძე - კრივი, ნაკრების უფროსი მწვრთნელი, ევროპის ჩემპიონატი III ადგილი - 750 (შვიდას ორმოცდაათი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით

29.ტარიელ ვერულაშვილი - კრივი, კახაბერ ჟვანიას პირადი მწვრთნელი, ევროპის ჩემპიონატი III ადგილი - 750 (შვიდას ორმოცდაათი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით.