საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N591

საქართველოს მთავრობის განკარგულება N591
22 დეკემბერი, 2006

რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა შესახებ

1. ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სეს­ხების რესტრუქტურიზაციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად მიღებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადა­გადაცილებულ საგა­დასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტუ­რიზა­ციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავ­ლე­ლი კომისიის წინადა­დება და განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის სახე­ლობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის და სააქციო საზოგადოება ,,დუშეთის გაზის" მიმართ რიცხულ ვადაგა­და­ცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტუ­რი­ზაცია.

2. განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ საწარ­მოსა და ორგანიზაციაზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტუ­რიზაციის პირობები განისაზღვროს ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზა­ციის შესახებ" საქარ­თველოს კანონის მე-4 მუხლის ნორმებით დანართის, შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი


საქართველოს მთავრობის
2006 წლის 22 დეკემბრის
N591 განკარგულების
დანართი

რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა შესახებ

N საწარმოს დასახელება დავალიანების სახე რესტრუქტუ-
რიზაციის დაწყების თარიღი რესტრუქტურიზაციის დაწყების თარიღი­სათ­­ვის არსებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებები (ლარობით) რესტრუქტურიზაციის პერიოდი
სულ მათ შორის
გაყინვის
პერიოდი გადავადების პერიოდი
1 2 3 4 5 6 7 8

1. სსიპ - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი (თბილისი) საგადასახადო 01.12.2006 27312 3 წელი
(01.12.2006 წ-დან
01.12.2009 წ-მდე) 1 წელი
(01.12.2006 წ-დან
01.12.2007 წ-მდე) 2 წელი
(01.12.2007 წ-დან
01.12.2009 წ-მდე)

2. სს ,,დუშეთი გაზი"
(დუშეთი) საგადასახადო 29.11..2006 291597 15 წელი
(29.11.2006 წ-დან
29.11.2021 წ-მდე) 5 წელი
(29.11.2006 წ-დან
29.11.2011 წ-მდე) 10 წელი
(29.11.2011 წ-დან
29.11.2021 წ-მდე)