საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N589

საქართველოს მთავრობის განკარგულება N589
22 დეკემბერი, 2006

,,დუშეთის რაიონის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მოკლევადიანი სესხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს N391 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,დუშეთის რაიონის გამგეობისათვის საქართველოს მთავ­რობის სარეზერვო ფონდიდან მოკლევადიანი სესხის გამოყო­ფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვის­ტოს N391 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლი­ლე­ბე­ბი და სათაური და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დუშეთის რაიონის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის
გამოყოფის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დუშეთის რაიონის გამგე­ობას წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის გამოუყოს სესხი 1 318 000 (ერთი მილიონ სამას თვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით 2007 წლის 31 დეკემბრამდე დაბრუ­ნების პირობით.".

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი