საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N587

საქართველოს მთავრობის განკარგულება N587
22 დეკემბერი, 2006

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის შეშით მომარაგების უზრუნველყოფის შესახებ

2006-2007 წლის ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავ­ში­რებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამი­ნის­ტრომ (გ. ხევიაშვილი):

ა) ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ,,დევნი­ლთა შენახვის ხარჯები ორგანიზებულად ჩასახლების ადგილებზე" (ორგანიზაციული კოდი - 34 04) ასიგნებებიდან 300 000 (სამასი ათასი) ლარი მიმართოს იძულებით გადაადგი­ლებულ პირთა - დევნილთა ოჯახების შეშით უზრუნველ­ყოფისათვის;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტიდან გამომდინარე სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი