საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N586

საქართველოს მთავრობის განკარგულება N586
22 დეკემბერი, 2006

ბ. კვეზერელის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ,,სურსათისა და თამბაქოს შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ", ,,სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესა­ხებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" და ,,პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ" საქართველოს კანონში ცვილილებებისა და დამა­ტებების შეტანის შესახებ" საქართველოს პარლამენტში საქარ­­თველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარ­დგენილ კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკო­მიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაი­ნიშნოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბაკურ კვეზერელი.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,ლ. ბეგიაშვილის სა­ქარ­თველოს მთავრობის საკანონ­მდებლო ინიციატივით წარ­დგენილ კანონპროექტებზე მომხსე­ნებლად დანიშვნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 დეკემბრის N571 განკარგულება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი