საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N585

საქართველოს მთავრობის განკარგულება N585
22 დეკემბერი, 2006

ბ. კვეზერელის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ" საქართველოს კანო­ნის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", ,,სარეგისტრაციო მოსაკ­რებ­ლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტა­ნის თაობაზე", ,,სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშე­ბის გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლი­ლებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე", ,,ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ", ,,მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ", ,,საქართველოს სისხლის სამარ­თლის კოდექსში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე", ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარ­ღვევათა კოდექსში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავ­რობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონ­პროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლე­ნა­რულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქარ­თველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბაკურ კვეზერელი.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,ლ. ბეგიაშვილის სა­ქარ­­თველოს მთავრობის საკანონ­მდებლო ინიციატივით წარ­დგენილ კანონპროექტებზე მომხსე­ნებლად დანიშვნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 დეკემბრის N570 განკარგულება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი