საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N580

საქართველოს მთავრობის განკარგულება N580
20 დეკემბერი, 2006

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) დაჩქარებული წესით უზრუნველყოს 2006 წლის 24 დეკემბრიდან 2007 წლის 7 იანვრამდე საშობაო-საახალწლო კულტურულ-მასობრივ ღონისძიებათა მაღალპროფესიულ დონეზე ორგანიზება.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს პირველ პუნქტში აღნიშნული ღონისძიებებისათვის გამოუყოს 602 102 (ექვსას ორი ათას ას ორი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი