საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N579

საქართველოს მთავრობის განკარგულება N579
20 დეკემბერი, 2006

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ელენე გედევანიშვილისა და მისი ოჯახის ოთხი წევრის ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებისა და ერთი თვის საწვრთნელი ხარჯების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს გამოუყოს 16 000 (თექვსმეტი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით.

 

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი