საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N572

საქართველოს მთავრობის განკარგულება N572
03 დეკემბერი, 2006

ქ. თბილისში 2006 წლის 8-9 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრის, თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის შეხვედრის ორგანიზების შესახებ

1. ქ. თბილისში 2006 წლის 8-9 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრის, თურქეთის რესპუბ­ლიკის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის შეხვედრის ორგა­ნიზების მიზნით:
ა) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრისა და თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურ­სების მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განსახორციელებლად საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის გათვალისწინებუ­ლი საერთო ასიგნებებიდან გამოყოს 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარი თანდართული ხარჯთა ნუსხის შესაბამისად;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი) უზრუნველყოს დელეგაციების მიღებისა და გაცილების ღონისძიებათა სათანადოდ განხორციელება;
გ) ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურს უზრუნველყოს დელეგაციის წევრთა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში VIP-2 სამთავრობო გასასვლელით სარგებლობა.

2. განკარგულების შესრულებას კონტროლი გაუწიოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.


პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი



საქართველოს მთავრობის
2006 წლის 3 დეკემბრის
N572 განკარგულების
დანართი

ხარჯთა ნუსხა

დასახელება თანხა (ლარობით)
სასტუმრო 5300
დარბაზის დაქირავება შეხვედრისათვის 1200
ვახშამი 2000
საჩუქრები სტუმრებისათვის 5000
ტრანსპორტის ხარჯები 1500
გაუთვალისწინებელი ხარჯები 3000
სულ ხარჯები: 18000