საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N565

საქართველოს მთავრობის განკარგულება N565
03 დეკემბერი, 2006

ა. დიდებულიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ,,პროფესიული განათ­ლების შესახებ", ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ", ,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლი­ლებების შეტანის თაობაზე", ,,განათლების შესახებ" საქართვე­ლოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ", ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ", ,,საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ", ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" და ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონ­პროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენა­რულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს განათ­ლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე დიდებულიძე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი