საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N562

საქართველოს მთავრობის განკარგულება N562
29 ნოემბერი, 2006

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ადგილობრივი წყლის კომპანიების მიერ ოქტომბერში მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტებს და თვითმმართველ ქალაქებს გამოუყოს 1 543 200 (ერთი მილიონ ხუთას ორმოცდასამი ათას ორასი) ლარი დანართის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი


საქართველოს მთავრობის
2006 წლის 29 ნოემბრის
N562 განკარგულების
დანართი

ტერიტორიული ერთეულების დასახელება თანხა (ლარობით)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 153 300
თვითმმართველი ქალაქი ბათუმი 105 600
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი 11 300
ქობულეთის მუნიციპალიტეტი 36 400
კახეთის მხარე 36 700
გურჯაანის მუნიციპალიტეტი 36 700
იმერეთის მხარე 724 000
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი 568 000
ჭიათურის მუნიციპალიტეტი 67 000
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 77 900
თერჯოლის მუნიციპალიტეტი 11 100
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარე 15 000
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი 15 000
ქვემო ქართლის მხარე 531 300
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი 114 300
მარნეულის მუნიციპალიტეტი 417 000
გურიის მხარე 8 000
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 8 000
სამცხე-ჯავახეთის მხარე 23 400
ახალციხის მუნიციპალიტეტი 23 400
მცხეთა-მთიანეთის მხარე 47 500
დუშეთის მუნიციპალიტეტი 47 500
რაჭა-ლეჩხუმის მხარე 4 000
ცაგერის მუნიციპალიტეტი 4 000
ჯამი 1 543 200