საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N558

საქართველოს მთავრობის განკარგულება N558
29 ნოემბერი, 2006

,,ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განსახორციელებლად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების დამატებით ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 მარტის N143 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განსახორციელებლად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების დამატებით ღონის­ძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 მარტის N143 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. 2006 წლის 8 მარტს საქართველოსა და საერთაშო­რისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის ინფრასტრუქ­ტუ­­­რის ინვესტიციების მოსამზადებელი პროექტის (Inფrastruc­ture Pre-Investment Facility) დაფინანსების შესახებ ხელმოწერილი ფინანსური შეთანხმების განხორციელების მიზნით შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:


დავით ნატროშვილი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

დიმიტრი გვინდაძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

არჩილ მამათელაშვილი - საქართველოს ენერგეტიკის მი­ნის­ტრის მოადგილე

არჩილ ნიკოლაიშვილი - საქართველოს ენერგეტიკის მინის­ტრის მოადგილე

დავით ჩანტლაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე

ენვერ ჩიჩუა - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოსისტემის კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი

თეიმურაზ ჯუღელი - ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის დირექტორი.".



მუხლი 2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი