საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N557

საქართველოს მთავრობის განკარგულება N557
29 ნოემბერი, 2006

სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის ძირითადი საშუალებების საკუთრებაში გადაცემის შესახებ


1. ,,მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის (23/12/04, N780) 76-ე მუხლის შესაბამისად სსიპ - საზოგა­დოებრივ მაუწყებელს გადაეცეს საკუთრებაში ძირითადი საშუალებები:
ა) N1 რეესტრის მიხედვით (სულ ნარჩენი საბალანსო ღირებულებით - 7 786 301,97 ლარი);
ბ) N2 რეესტრის მიხედვით (ინვენტარიზაციის პერიოდში დაფიქსირებული 144 დასახელების 335 ერთეული მოძრავი ნივთი, რომლებიც არ ირიცხება სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის საბუღალტრო ბალანსში);
გ) N3 რეესტრის მიხედვით (ტელერადიოცენტრის დუშეთის ობიექტზე რიცხული ძირითადი საშუალებები, სულ ნარჩენი საბალანსო ღირებულებით 949 174,86 ლარი).

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ (გ. არველაძე) განკარგულების შესასრულებლად უზ­რუნ­ველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი