საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N555

საქართველოს მთავრობის განკარგულება N555
29 ნოემბერი, 2006

საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის 2006 წლის 14 სექტემბერს ხელმოწერილი სესხის ხელშეკრულების - ,,თბილისის გზების რეაბილიტაციის პროექტი" - რატიფიკაციის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს წინადადება საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის 2006 წლის 14 სექ­ტემბერს ხელმოწერილი სესხის ხელშეკრულების - ,,თბილისის გზების რეაბილიტაციის პროექტი" - რატიფიკაციის თაობაზე.

2. ,,სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ეთხოვოს საქართველოს პრეზი­დენტს მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის 2006 წლის 14 სექტემბერს ხელმოწერილი სესხის ხელშეკ­რულების - ,,თბილისის გზების რეაბილიტაციის პროექტი" - საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი