საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N550

საქართველოს მთავრობის განკარგულება N550
22 ნოემბერი, 2006

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ლტოლვილთა და დევნილთა შემწეობის შეუფერხებლად გაცემის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოუყოს 2 700 000 (ორი მილიონ შვიდასი ათასი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი