საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N549

საქართველოს მთავრობის განკარგულება N549
22 ნოემბერი, 2006

,,ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელების საქართველოს მთავრობის გეგმის შემუშავების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ოქტომბრის N498 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევ­რო­­კავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელების საქართველოს მთავრობის გეგმის შემუშავების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ოქტომბრის N498 განკარგულების პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) ,,ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა უწყე­ბებ­მა 2006 წლის 15 დეკემბრამდე უზრუნველყონ თავიანთი კომპეტენციის მიხედვით ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციე­ლების საქართველოს მთავრობის გეგმასთან და­კავ­შირებულ წინადადებათა მიწოდება ევროპულ და ევროატ­ლან­ტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართვე­ლოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის. ამასთან, ყველა უწყებამ უზრუნველყოს თავიანთ წინადადებათა სრული შესა­ბამისობა ,,ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვის" დოკუმენ­ტთან;";
ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1" ქვეპუნქტი:
,,ბ1) სამოქმედო გეგმის შესრულების ვადად განისაზღვროს სამი წელი.".

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი