საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N548

საქართველოს მთავრობის განკარგულება N548
22 ნოემბერი, 2006

ნ. ფრუიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ" საქართველოს კანო­ნის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინი­ცი­ატივით წარდგენილ ,,არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლი­ლებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდო­მებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგი­ლე ნიკოლოზ ფრუიძე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი