საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

ფესტივალი ”მზერა” დასრულდა

ფესტივალი ”მზერა” დასრულდა2009 წლის 10 სექტემბერს, საქართველს მთავრობის კანცელარიის დარბაზში ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფესტივალ „მზერა"-ს დასკვნითი გალა-კონცერტი გაიმართა.

გალა-კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, მინისტრთა კაბინეტის წევრები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლბი და საზოგადოების წარმომადგენლები.

ფესტივალში, რომელიც საქართველოს მთავრობის ეგიდით და პრემიერის ინიციატივით მიმდინარეობდა, 40 ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების აღსაზრდელებმა მიიღეს მონაწილეობა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური